პრემიერის შემდეგ ინეტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
პრემიერის შემდეგ ინეტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიბარეს და მინისტრს საინტერპელაციო კითხვები გაუგზავნეს, თუმცა პარლამენტში დარჩიაშვილის მისვლა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების გამო რამდენჯერმე გადაიდო.
