საყოველთაო გაფიცვის მეცხრე დღე საფრანგეთში
საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვის მეცხრე დღეს, პარალელურად, ქუჩის დემონსტრაციები და საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს. მრავალათასიანი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, დემონსტრაცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ მიღებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
