25 ქართული კომპანია Pro Wein-ზე
მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა დიუსელდორფში გამართული გამოფენა, სამი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და პირადად გასაუბრებოდნენ მწარმოებლებს.
