სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
დღეიდან სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. დაგეგმილია საცხოვრისების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება. პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ტარდება. საველე სამუშაოები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მონაცემთა შეგროვება კი, თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელდება.