მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შსს ცნობით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე პატიმრობით.
