ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
გერმანია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ გზავნილით იწყებს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ოფიციალურ ვიზიტს. ანალენა ბერბოკს თბილისში დღის ბოლომდე ელოდებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. გარდა ამისა, მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
