მამუკელაშვილის 12 ქულა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს „მილუოკი ბაქსს“ შეხვდა და 36-ქულიანი სხვაობით - 94:130 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არასრული 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა.
