აშშ-ის პოზიცია
თუ რუსეთი თავის ტანკებზე დარდობს, ისინი უკრაინის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. ასე ეხმაურება მოსკოვის შეშფოთებას თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი ჯონ კირბი. მისივე თქმით, ჭურვები, რომლის გადაცემასაც ბრიტანეთი უკრაინისთვის აპირებს, გაღარიბებული ურანის შემცველია, რომელიც რადიაციულ საფრთხეს არ ქმნის და ათეულობით წელია, ფართოდ გამოიყენება. მანამდე ბრიტანულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას გეგმავს, რასაც მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
