თბილისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
გამოძიების ცნობით, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, ის სისტემატურად ასაღებდა 20 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს. ჯამში კი გაასაღა 3 700 ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურა.
