დავითგარეჯის საქმე
დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა დავით გარეჯის საქმის პროცესში ერთადერთ ლეგიტიმურს რუკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მხრიდან განზრახ იყო დაშვებული შეცდომა. ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
