NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი სხდომის დაწყებამდე ალიანსის გენმდივნის მოადგილეს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს გატარებული რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვილნიუსის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინს გააცნობს.
