რამდენიმე საათში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
რამდენიმე საათში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. გარდა ამისა, მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
