მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა
მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა. კახა ბექაურმა კომისიის 2021 წლის ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, 2020 წლის მსგავსად, 21 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარ გამოწვევას სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკურად მიკერძოებულობა წარმოადგენდა.
