ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის გარშემო ვითარების რეგულირების საფუძვლად ჩინეთის სამშვიდობო გეგმის გამოყენება შეიძლება
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის გარშემო ვითარების რეგულირების საფუძვლად ჩინეთის სამშვიდობო გეგმის გამოყენება შეიძლება. პუტინმა აღნიშნა, რომ პეკინის მიერ ინიცირებული გეგმის ბევრი პირობა მოსკოვის ხედვას ემთხვევა, თუმცა კიევსა და დასავლეთში სამშვიდობო გეგმაზე საუბრისთვის მზად არ არიან.
