საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ნატოშიც გამართავს
საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ნატოშიც გამართავს. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიშიც, „საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს“, - წერია დოკუმენტში.
