პრემიერ-მინისტრის განცხადება
მსოფლიოში არსებული გამოწვევების, კონფრონტაციის ზრდისა და ესკალაციის ფონზე, მშვიდობა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის გადარჩენა, ქართველი ხალხის დაკვეთაა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის მეთაურმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე გუნდის წევრებმა ისაუბრეს და განმარტებებიც გააკეთეს.
