ჯარისთვის მოპარული 5 მილიონის საქმე
რადიკალებთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა, თავის ანგარიშებში დავით კეზერაშვილი პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩინეს, თუმცა არაფერი უთქვამთ იმ დანაშაულებზე, რაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს უკავშირდება. მაგალითად, ერთერთ ეპიზოდზე, კერძოდ, 2008 წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თითქმის 6 მილიონი ევროს გაფლანგვაზე. ის რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ კეზერაშვილი დამნაშავეა, სააპელაციო სასამართლომაც გაიმეორა. ქართული ჯარის ფულის მითვისებისთვის გასამართლებული კეზერაშვილი, რომლის წარმოჩენასაც მესამე სექტორის ნაწილი პოლიტდევნილად ცდილობს, ქართულ მართლმსაჯულებას ამ დრომდე ემალება და სახელმწიფოსთვის მოპარული სახსრებით, რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები