შეხვედრა დიპლომატებთან
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური მიიწვიეს. განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს.
