სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე.
