ყაზახეთში გამართული კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა
ყაზახეთში გამართული კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. შეჯიბრება ახალგაზრდა და უფროსი ასაკის კიკბოქსიორებს შორის ჩატარდა. ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი სამმა ქართველმა: თორნიკე სულეიმანაშვილმა, დავით ხვიტიამ და გიორგი ბელიკმა მოიპოვა. უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ზურაბ ივანიაძე გახდა. ვერცხლის მედალი კი ლუკა შონიამ, ემილ ხალილოვმა და აკაკი ჩიხაშვილმა მოიგო.
