21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა - თარიღს პრემიერი ეხმაურება
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა - თარიღს პრემიერი ეხმაურება და ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს ამ პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას რისი დასტურია "ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც, არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. „ ვკითხულობთ პრემიერ მინისტრის განცხადებაში .
