დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს - ნათქვამია განცხადებაში.
