შეხვედრა გერმანელ სამთო ექსპერტთან
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ბავარიის სამთო სამაშველო სამსახურის მთავარ ექსპერტს შტეფან ბლოხუმს შეხვდა. სამთო ექსპერტი საქართველოში სამთო მაშველის პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მიზნით ჩამოვიდა.