ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმი
კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ და დაინტერესება გამოხატეს ქვეყნის მიმართ.
