პუტინს გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში დააკავებენ
თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის ტერიტორიაზე ფეხს დადგამს, ოფიციალური ბერლინი კრემლის ლიდერის დაკავების ორდერს სისრულეში მოიყვანს. გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებას, გამოცემა ცაიტზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. მარკო ბუშმანის განცხადებით, პუტინის გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ორდერის აღსრულების მოთხოვნით, სწრაფად მიმართავს ინტერპოლსა და ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს.
