ვითარება უკრაინაში
ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დონეცკის ოლქი რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით გასული დღე-ღამის განმავლობაში თავდაცვითმა ძალებმა ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკის, მარინკისა და შახტარის მიმართულებებზე ოუპანტების 83 იერიში მოიგერიეს. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.