„ნამახვან ჰესი“ - რომეო მიქაუტაძის შეფასება
საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში იმპორტირებული ელექტრო ენერგიის წილი 1 მილიარდიდან 2 მილიარდ კილოვატ საათამდეა, რასაც „ნამახვან ჰესი" მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შაბათის ქრონიკაში განაცხადა. მისი განმარტებით, ნამახვანის გამომუშავება მილიარდიდან მილიარდ ნახევარ კილოვატ საათამმდე უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნის ენერგეტიკული, ისე ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის.