გიული ალასანიას კომენტარი
„თუ არ იქნება სააკაშვილი, ქართული სახელმწიფოებრიობა არ იქნება“. ევროპარლამენტარებთან გამათული შეხევდრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დედა, ევროპელი კანონდბლების პოზიციას ახმიანებს. პოლონელი დეპუტატის, რადოსლავ სიკორსკის სიტყვები ჟურნალისტებს გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ გადასცა. ალასანია ევროპაში გამართულ შეხვედრებს იხსენებს და ამბობს, რომ სხდომაზე, რომელსაც თავად ესწრებოდა, ყველა გამომსვლელი თანხმდებოდა, რომ სააკაშვილის გარეშე, საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება. ცნობისთვის, ევროპარლამენტარ სიკორსკიზე, რომელზეც გიული ალასანია საუბრობს, დაახლოებით ერთ თვის წინ დასავლური პრესა წერდა. გამოცემები საუბრობდნენ, რომ ევროდეპუტატი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველ წლიურად 100 000 დოლარს იღებდა, თუმცა თანხის ამ მოცულობას ის დეკლარაციაში არ უთითებდა.
