კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტი
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულმა ცენტრმა კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა დასკვნით კონცერტს უმასპინძლა. გამარჯვებულთა ნაწარმოებები თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებითა და დავით მუქერიას დირიჟორობით შესრულდა. კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი კულტურის სამინისტომ 2022 წლის აპრილში დააფუძნა. მიზანია ეროვნული საკომპოზიციო ხელოვნებისა და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება. მონაწილეობის სურვილი 61-მა მუსიკოსმა გამოთქვა, ხოლო სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში 19 პრემია 15-მა კომპოზიტორმა მიიღო.
