მდინარე ყვირილას გაწმენდა
ჭიათურაში ჩატარებული მასშტაბური ეკოლოგიური სამუშოების შედეგად, მდინარე ყვირილა შლამისგან გათავისუფლდება. „ჯორჯიან მანგანეზის„ სპეციალურმა მმართველმა დეტალურად ისაუბრა მდინარის კალაპოტიდან ამოღებული შლამის მოცულობისა და მისი ეკოლოგიური დანიშნულების შესახებ. როგორც ცნობილია ჭიათურაში მდინარე ყვირილას გაწმენდითი პირველი ეტაპი დასრულდა. კალაპოტიდან უკვე ამოღებულია 60 000 კუბურ მეტრზე მეტი შლამი. სამუშაოების პირველი ეტაპი ორ თვეს გაგრძელდა. მდინარის კალაპოტი ათ წლეულების განმავლობაში დალექილი შლამისგან გაიწმინდა. მეორე ეტაპის ფარგლებში გათვლისწინებული სამუშაო, კი ზაფხულში დაიწყება.
