მამუკა მდინარაძის განცხადება
2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია. ვციტირებ:“ ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინაs. ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია“. წერია განცხადებაში.
