ხელოვნების ქალაქის მშენებლობა
ყოფილი კინო სტუდიის ტერიტორიაზე ხელოვნების ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. ობიექტი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა. კინო სტუდიის ერთერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის სტუდია, მოეწყო გამოფენა გაყიდვის სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის ,,ლურჯი სუფრა”; ასევე, ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო და მეთოჯინეების სახელოსნო. ტერიტორიაზე მოეწყობა ,,თოჯინების სახლი”, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის სპეციალისტები დაამზადებენ თოჯინებს.
