საქართველოს ენერგეტიკული მომავალი
ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ერთგვარი ჯაჭვია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი სიტყვის თქმის შესაძლებლობას აძლევს. ასეთი სიტყვა საქართველომ რამდენიმე თვის წინ თქვა, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. საქართველო მდიდარია როგორც ჰიდრორესურსებით, ასევე ქარისა და მზის ენერგიის შესაძლებლობით. პოტენციური რესურსების სწორი იდენტიფიცირება ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მაშინ როცა არაერთმა ქვეყანამ რუსეთისგან ენერგეტიკული დარტყმა განიცადა, 2022-2023 წლებში რუსეთიდან საქართველოში არცერთი კილოვატი საათი ენერგიის იმპორტი არ მომხდარა. საქართველოს ენერგოპერსპექტივის შესახებ, საბა ხვჩია დეტალებით.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
