ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა
ეს არის ცივილიზებული სამყაროს პასუხი პუტინს ომის დანაშაულისთვის. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის პრეზიდენტზე დაკავების ორდერი გაიცა. პუტინის გარდა, ჰააგის სასამართლომ ორდერი გასცა ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ მარია ლვოვა-ბელოვაზეც. მათ ბრალად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაცია ედებათ. ჰააგის ამ ნაბიჯს მსოფლიოს არაერთი ლიდერი გამოეხმაურა, გამოხმაურება გაისმა მოსკოვიდანაც. პაატა კუპატაძე გვიამბობს ამ თემის შესახებ.
