ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრმა დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-28-, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. დღესვე აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8,4% შეადგინა. ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
