სააკაშვილი სტრასბურგში საჩივარს არ გზავნის
რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი პასუხების შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სტრასბურგში საქმის წაღება ჯერ გადაწყვეტილიც კი არ არის. რატომ, ეს მას დღეს არ დაუკონკრეტებია. ხელისუფლებას ამაზე ასეთი ახსნა აქვს, რომ დაანონესებული ევროპული დავა დაცვის მხარისთვის მომგებიანი სულაც არ იქნება. რაც შეეხება მსჯავრდებულის დედას, გიული ალასანიამ არ იცის, რატომ აჭიანურებენ უფლებადამცველები ამ ნაბიჯს. ლევან მორჩიაშვილმა სცადა გაერკვია, რა ბედი ელის სააკაშვილის სტრასბურგულ საქმეს?
