საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში ისწავლიან
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები გერმანიაში, ფლენს ბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან. 20 სტუდენტი საზღვაო ტრანსპორტის, საზღვაო მეცნიერებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებს. ასევე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი გემის მართვის, ნავიგაციური ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების კუთხით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და 2023 წელს განათლების მიმართულებით სტუდენტების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები გააცნო.
