ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველო უკვე დატოვა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველო უკვე დატოვა. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფო ქაცარავას განცხადებით, ბრიტანეთის პირველი დიპლომატის ვიზიტს საქართველოში, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული მყარი და სტრატეგიული თანამშრომლობა.
