სააკაშვილი სტრასბურგში საჩივარს არ გზავნის
სააკაშვილის ადვოკატები ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას როგორც ჩანს არ ჩქარობენ. გიული ალასანია შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, თუმცა დაბნეულია როცა კითხვას სტრასბურგზე ვუსვამთ. მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწვყეტილიც არ არის, გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით. არადა ამ დრომდე მსჯავრდებული ექს პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დაცვის მხარის სიმართლეს საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცებდნენ. რატომ არ მიდის პატიმარ სააკაშვილის საქმე ევროპულ სასამართლოში? „ქართული ოცნების“ წებრები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი სტრასბურში დამარცხების საფრთხეს უკავშირდება.
