მიმართვა იუნესკოს გენერალურ დირექტორს
დეპუტატების მისამართით რომლებმაც, გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ბულინგი არ წყდება. ამჯერად საქართველოს პენცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ფაქტს ეხმაურებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები წარუმატებლობისთვის არის განწირული.
