პროვოკაციის მცდელობა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს, პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის. თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა „სეუში“ ახლა, კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ჩვენი ინფორმაციით, შუკაკიძე ნასამართლევია, თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო. სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა პარტიის ერთერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუქ პოსტით დაადასტურა გიორგი მუმლაძემაც. თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა ნაცმოძრაობის აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს. პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა.
