კოტოს შემსრულებელის საღამო
იაპონიის საელჩომ ტრადიციული იაპონური ინსტრუმენტის კოტოს შემსრულებელის საღამო გამართა. ნობუ ტაკა იოშიზავას მონაწილეობით კონცერტი აბრეშუმის თეატრის სცენაზე შედგა. საღამოზე მუსიკოსმა ტრადიციულთან ერთად თანამედროვე ნაწარმოებებიც შეასრულა. მუსიკალური საღამო, იაპონიაში გაზაფხულის დადგომას და საკურას ადრეულ ყვავილობას მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაესწრო
