გამწვანების აქცია
რუსთავში, მე-15 მიკრო რაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა. ახალ რეკრეაციაში, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე მცენარე დაირგო. ეკო აქციაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, და ახალგაზრდებმა მიიღეს.
