თანამშრომლობის მემორანდუმი
„ძლიერი სოფელი“ პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტსა და იუესაიდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი განსაზღვრავს იუესაიდის პროგრამას და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლის მომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები.
