იმიტირებული სხდომა
ქუთაისის საკრებულოში წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, იმიტირებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები მოსწავლეთა მიერ იყო ინიცირებული. პროექტის მიზანია, საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ასევე მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი პრაქტიკული შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტის შესახებ.
