საინფორმაციო შეხვედრა
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით და „მერსი ქორფს საქართველოს“ ვაის პროგრამის ორგანიზებით, ამერიკელ ექსპერტ შერილ ტომასთან და თბილისში მოქმედი სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ექსპერტმა იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებობს. ასევე ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე.
