ლექცია კიბერუსაფრთოხების შესახებ
თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა. ლექციის შემდეგ სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ასევე დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
