ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, კარანტინი გამოცხადდა, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს.
