საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საგარეო ვაჭრობის საკითხებში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებში. შეხვედრაზე მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასრულებას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გაიზრდება და ქართველ მეწარმეებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის ათვისების შესაძლებლობა მიეცემათ.
