მხარდაჭერა დავით კაჭარავას
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან „ბორჯღალოსანს“,დავით კაჭარავას, მხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედია საშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადებაში წერია, რომ დავით კაჭარავა „ბორჯღალოსანთა“ იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანა.
